სიფონი (ჰიდროგრაფია)
თემა
![](https://cdn.statically.io/img/upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/52/Sump_%28cave%29.svg/200px-Sump_%28cave%29.svg.png)
სიფონი (ბერძნ. siphon) — ჰიდროგრაფიასა და სპელეოლოგიაში ხელოვნური ან ბუნებრივი წარმოშობის წყალქვეშა გვირაბი, რომელიც მთლიანად წყლითაა ამოვსებული.
მათი სიგრძე მერყეობს რამდენიმე მეტრიდან რამდენიმე კილომეტრამდე. ყველაზე გრძელი სიფონი დსთ-ის ტერიტორიაზე შეადგენს — 935 მ-ს.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი (გამოკვლეული ნაწილის) სიფონის სიგრძე უდრის 182 კმ-ს[1].
სიფონური ფორმები უხვად მოიპოვება საქართველოს მღვიმეებში. ზოგჯერ სიფონი წარმოქმნის მომცრო ტბას, რომლის სიღრმე რამდენიმე მეტრს უდრის (მაგ.: ნაპოს მღვიმეში არსებული სიფონური ტბა).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Alfred Bögli: Karsthydrographie und physische Speläologie. Springer, Berlin u. a. 1978, ISBN 3-540-09015-0
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ World longest underwater caves. Compiled by: Bob Gulden. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-17. ციტირების თარიღი: 2011-05-19.